23 აგვისტო 2026,   05:12
ვრცლად
ის, რაც გუშინ "მეგობარი აქტის" სახით აშშ-ში იქნა მიღებული, ამას მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და პირიქით, შეიძლება მტრობადაც კი ჩაითვალოს - ლადო ბოჟაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ის რაც გუშინ "მეგობარი აქტის" სახით აშშ-ში იქნა მიღებული, ამას მეგობრობასთან არანაირი კავშირ არ აქვს და ეს პირიქით, შეიძლება მტრობადაც კი ჩაითვალოს.

მისი განმარტებით, ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს.

"ჩვენ გულწრფელად მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპს, ის საარჩევნო დაპირება, რასაც "დიფ სთეითის" დამარცხება ჰქვია სრულად შეასრულოს. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც მზად ვართ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკისთვის, რათა სუფთა ფურცლიდან, თავიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა. თუმცა, ის რაც გუშინ "მეგობარი აქტის" სახით იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, ამას მეგობრობასთან არანაირი კავშირ არ აქვს. ეს პირიქით, შეიძლება მტრობადაც კი ჩაითვალოს. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრობის აქტი და სურვილი, რომ ტყუილი სიმართლედ გამოაცხადონ.

თქვენ იცით, რომ ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს, წარადგენს კანონპროექტს და ა.შ", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები