22 ივნისი 2026,   02:01
ვრცლად
ევროპის სახალხო პარტიის ბრძოლა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროპის პოლიტიკურ ჯგუფში განხეთქილებას ქმნის

ევროპის ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალებს შორის არის უხერხული განცდა, რადგან ისინი თვლიან, რომ ევროპის სახალხო პარტია, მათ რიგებს ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ ტოვებს. ინფორმაციას politico ავრცელებს.

მემარჯვენე ცენტრის ჯგუფი - ევროპის უდიდესი პოლიტიკური ოჯახი და ცენტრისტული კოალიციის ნაწილია, რომელიც პოლიტიკაში ევროკავშირის ბლოკის შექმნის დღიდან დომინირებს - აწარმოებს პოლიტიკურ კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ ევროკავშირის გრანტებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნე, ევროპის სახალხო პარტია შეუდგა საქმეს, რომელიც პოლიტიკის ულტრამემარჯვენე ძალებს უკავშირდება და ეს ნაბიჯი ევროკავშირის პოლიტიკას ცვლის, რადგან ულტრამემარჯვენე პარტიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროპის სახალხო პარტია მსგავს ბრალდებებს უარყოფს და ამბობენ, რომ უბრალოდ ითხოვენ მეტ გამჭვირვალობას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ არაკომერციული ორგანიზაციები ევროკავშირის გადამხდელთა ფულს, ადანაშაულებენ ევროკომისიას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში, რათა მათ ლობირება გაუწიონ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს მისი სახელით, რათა დაიცვან გარემოსდაცვითი კანონები.

მაგრამ სხვები ამას არ ეთანხმებიან, მათ შორის, ევროპარლამენტის ორი უმსხვილესი ცენტრისტული ჯგუფი - ლიბერალური ჯგუფი "განვაახლოთ ევროპა" და მემარცხენე-ცენტრისტული ჯგუფი "სოციალისტები და დემოკრატები" - რომლებიც თვლიან, რომ კამპანია ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის შეზღუდვის მცდელობაა, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობის ნაწილია.

დღის ამბები