22 ივნისი 2026,   02:01
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBAR აქტს" მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა "MEGOBAR აქტს". კანონპროექტი მოიცავს სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ.

„საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა, დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტს" მხარი პალატის 433 კონგრესმენიდან 349-მ დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, 42-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

აქტის განხილვისას სიტყვით გამოვიდა 5 კონგრესმენი, მათ შორის, რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი, რომელმაც კანონმდებლებს მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ მეგობარი აქტისთვის.

შეგახსენებთ, აქტი შემდეგ ეტაპზე სენატმა უნდა დაამტკიცოს, საბოლოო გადაწყვეტილება კი კანონპროექტთან დაკავშირებით შტატების პრეზიდენტს ეკუთვნის. 

დღის ამბები