09 ივნისი 2026,   01:44
ვრცლად
კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - დაწყებულია გამოძიება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღის ამბები