23 აგვისტო 2026,   05:43
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში პოზიციები ჯერ კიდევ გაურკვეველია - კონკრეტული პასუხი საკითხზე აქვთ მხოლოდ "გირჩს" და "ნაციონალურ მოძრაობას"

თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გარკვეულია, ოპოზიციურ პარტიებში კი ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. "გირჩს" გადაწყვეტილება მიღებული აქვს და საარჩევნო მარათონისთვისაც ემზადება. ამბობენ იმასაც, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, სავარაუდოდ, ყველას აქვს, თუმცა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთის ბულინგი და კრიტიკა აშინებთ.

გახარიას პარტიაში კონკრეტულ კითხვაზე, მკაფიო პასუხი არ აქვთ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად არიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. ერთადერთი, ვინც ღიად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში არ ჩაერთვება, ეს "ნაციონალური მოძრაობაა".

64-ვე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მათი ოპონენტები საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ქვეყნის გარედან მიღებულ მითითებებს და დავალებებს ელოდებიან.

თვითმმართველობის არჩევნები 64 მუნიციპალიტეტში, 4 ოქტომბერს ჩატარდება.

დღის ამბები