23 აგვისტო 2026,   05:44
ვრცლად
"ეს არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს ე.წ. დიფ სთეითს" - ლევან მაჭავარიანი გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილებაზე

გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. "ქართული ოცნება" ბერლინის გადაწყვეტილების უკან ე.წ. დიფ სთეითს ხედავს.  

სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ ბოლო წლებში "ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგი იზრდება, რის გამოც ახლა პარტიის განადგურებას ცდილობენ.

"ეს არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს ე.წ. დიფ სთეითს, იგივე გლობალური ომის პარტიას, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან დიფ სთეითს და ისინი მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ქართული ოცნება. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც ცოტა გაუგებარია, იქიდან გამომდინარე, რომ იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიასთან ერთად საფრანგეთში რაც მოხდა. ქალბატონი ლეპენი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, აეკრძალა პოლიტიკაში მოღვაწეობა 5 წლით, რუმინეთში საერთო საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს შედეგები და აკრძალეს ეს კანდიდატი. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ჩამოთვლილ ფაქტებთან დაკავშირებითაც ჰქონდა ძალიან მწვავე და კრიტიკული განცხადებები და პოზიციები. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში. შეგვიძლია საქართველოც გავიყვანოთ ამ ქვეყნების რანგში, ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის მისამართითაც უამრავი უსამართლობა მომხადა, იგივე ის სანქციები და ა.შ." - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.  

 

 

 

 

დღის ამბები