23 აგვისტო 2026,   04:02
ვრცლად
საქართველოს ელჩმა ავსტრალიის ბიზნეს სამიტის მონაწილეებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა, სიდნეიში მონაწილეობა მიიღო "ავსტრალიის ბიზნეს სამიტის საბჭოს" (Australia Business Summit Council (ABSC)) ყოველწლიურ შეხვედრაში.

საქართველოს ელჩმა ავსტრალიის წამყვანი ბიზნეს წრეების და მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის შესახებ.

ღონისძიებაზე "ავსტრალიის ბიზნეს სამიტის საბჭოს" ყოველწლიური ჟურნალის "ეკონომოსის" / "Ekonomos" (2025 წლის გამოშვება წარადგინეს, სადაც გამოქვეყნებულია საქართველოს ელჩის სტატია საქართველო - ბიზნესის წარმოების ცენტრი”/«Georgia - The Hub For Doing Business.

სტატიაში საუბარია საქართველოს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების, ეკონომიკის პერსპექტიული დარგების, ავსტრალია-საქართველოს კავშირების და სამომავლო გეგმების თაობაზე.

დღის ამბები