22 აგვისტო 2026,   11:57
ვრცლად
გაეროსა და საქართველოს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავების საკითხი საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა განიხილეს

გაეროსა და საქართველოს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო მუშავდება. მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მიმართულებები დღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც შემდგომში გაერო-სთან თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული. შეხვედრას საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი ესწრებოდა.

დღის ამბები