დიდი ხნის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო მოგზაურებისთვის თითქმის უცნობი იყო, თუმცა ბოლო დროს არასტანდარტული გამოცდილებების მოყვარულთათვის ერთგვარ ცხელ წერტილად იქცა. CaucasTours ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული კომპანიაა, რომელიც მოგზაურებს არასტანდარტულ სათავგადასავლო ტურებს სთავაზობს - მათ შორის საცხენოსნო ტურებს საქართველოს მთებში.
CaucasTours-ის დაგეგმილი საცხენოსნო თავგადასავლები საშუალებას აძლევს მოგზაურებს საქართველოს ყველაზე შორეული რეგიონების სილამაზე აღმოაჩინონ. ტურების ხანგრძლივობა განსხვავებულია. ისეთი ტურები, როგორიცაა პანკისის ხეობის ან ვაშლოვანის ეროვნული პარკის ნახევრად უდაბნოს „სავანის“ დათვალიერება უიკენდის განმავლობაში შეიძლება ხოლო ყველაზე გრძელი ტური დაახლოებით ორ კვირას გრძელდება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს, მათ შორის ყაზბეგს, ხევსურეთსა და თუშეთს.
რელიეფი მრავალფეროვანია, მარშრუტები ხშირად გადის ალპურ მდელოებზე, უძველეს ტყეებსა და ისტორიულ სოფლებზე. ბევრი მათგანი ისეთ ისტორიულ ბილიკებს მიუყვება, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მთიელები თუ სარგებლობდნენ, რაც უცხოელ მოგზაურებს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
მათ, ვისაც ექსტრიმი არ უყვარს და ცხენებზე გასეირნებასთან ერთად ქართული კულტურის უფრო ღრმად გაცნობას სურს, შეუძლიათ კახეთის ადგილობრივ მარნებს ეწვიონ. ეს განსაკუთრებით საინტერესო ტურია მათთვის, ვისაც აინტერესებს ავთენტური ქართული სამზარეულო ადგილობრივი და სეზონური ინგრედიენტებით. და, რასაკვირველია, კახეთის ტური მშვენიერ შესაძლებლობებს სთავაზობს ჩვენი ცნობილი ღვინის დასაგემოვნებლად.
ტურები იგეგმება ისე, რომ მაქსიმალურად ჩართოს სხვადასხვა გამოცდილების დონის მქონე ადამიანებისთვის. სრულად უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, როგორც ახალბედებს, ისე გამოცდილ ცხენოსნებს, მიეწოდებათ სპეციალური ჯირითის ინსტრუქციები. ჯგუფების ზომა მიზანმიმართულად მცირეა, რათა ტურს მინიმალური გავლენა ჰქონდეს გარემოზე. თუ კომპანიის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ტურებიდან არცერთი არ შეესაბამება ჯგუფის გემოვნებას, კლიენტს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს და მისთვის სპეციალურად შეიმუშავებენ ისეთ მარშრუტს, რომელიც სრულად მის ინტერესებზეა მორგებული.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ტური ტარდება კარგად გაწვრთნილი თუშური ცხენებით. ეს ცხენები ცნობილია განსაკუთრებული ამტანობით, კარგი ხასიათითა და ინტელექტით. კომპანია დიდი სიფრთხილით ირჩევს ცხენებს, რომლებიც შეესაბამება მხედარს. სრულად უზრუნველყოფილია ჯირითისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალება. საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთ ტურში შედის ტრანსპორტირება ლოკაციებს შორის. ღამით მოგზაურები რჩებიან ადგილობრივ ოჯახებთან საგულდაგულოდ შერჩეულ საოჯახო სასტუმროებში ან ბანაკში (მარშრუტის მიხედვით).
თუ მხედარს მეტი გამოცდილება აქვს და უფრო რთულ თავგადასავლებს ეძებს, CaucasTours-ს შეუძლია სრულად უნიკალური ტურების შეთავაზებას. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ტურისტების სთავაზობს ცხენების ტრადიციულ სეზონურ გადარეკვაში მონაწილეობა საზაფხულო და საზამთრო საძოვრებზე – ეს საუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც ასობით კილომეტრს ფარავს.
CaucasTours სპეციალიზირდება ტურისტებისთვის გამორჩეული და სრულად ავთენტური ქართულ გამოცდილების შექმნაზე. ყოველ ტურს უძღვება ადგილობრივი ექსპერტი, რომელიც თავის კონკრეტული რეგიონის რელიეფს, კულტურასა და ისტორიას საკუთარი ხუთი თითივით იცნობს. ეს ხისტი მიდგომა უზრუნველყოფს მოგზაურმა მიიღოს ტურიდან მეტი, ვიდრე უბრალო გასეირნება - და ამავდროულად სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემისთვის. კომპანია მიზნად ისახავს ქვეყანაში მდგრადი ტურიზმის პრაქტიკის პოპულარიზაციას. თითოეული ტური საგულდაგულოდ არის ისე დაგეგმილი, რომ ტურისტებმა მარშრუტზე რაც შეიძლება ნაკლები კვალი დატოვონ.
CaucasTours-ის საცხენოსნო ტურებისა თუ სხვა მარშრუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებსაიტს (https://caucastours.com/), ან დაუკავშირდით წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტით: [email protected] ან ტელეფონით: +995599223090.
(R)