23 აგვისტო 2026,   01:55
ვრცლად
"უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, შემდეგ გვამებთან ღლიცინებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები" - გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიაზე ნავთლუღის სპეცოპერაციის განხილვაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებების, როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური შეფასება.

"სრულიად უდანაშაულო ადამიანები დახოცეს ადგილზე, საკონტროლო გასროლები განახორციელეს თავის არეში და შემდეგ ამ გვამებთან ღლიცინებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, თუ როგორ გაანადგურეს ადამიანები, რომლებიც თურმე ციხის აღებისთვის იყვნენ ჩამოსულები.

სისტემას პასუხი უნდა გაეცეს უფრო ღრმა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მაგრამ პოლიტიკური შეფასებაც აუცილებელია," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიაზე 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ. გამოძიებით დადასტურებულია, რომ კუდის დირექტორის, დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის, გია დგებუაძის თანამონაწილეობით, ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილის მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი, უდანაშაულო 17-ის, 20-ის და 22 წლის ახალგაზრდები.

დღის ამბები