22 აგვისტო 2026,   23:26
ვრცლად
"ე.წ. საგამოძიებო კომისია "ქართულ ოცნებას" სჭირდება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი" - გიორგი კაპანაძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას ეხმაურება. მისი შეფასებით, მმართველ გუნდს აღნიშნული კომისია სჭირდება, რადგან პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ, პირადად მე წინა ხელისუფლების წევრი არ ვიყავი, 13 წელი ჰქონდა არალეგიტიმურ "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ თუ რამე დანაშაული იყო მომხდარი, გამოეძიებინა მთელი ამ ხსნის განმავლობაში. დღეს უკვე ე.წ. საგამოძიებო კომისია "ქართულ ოცნებას" სჭირდება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიაზე 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ. გამოძიებით დადასტურებულია, რომ კუდის დირექტორის, დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის, გია დგებუაძის თანამონაწილეობით, ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილის მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი, უდანაშაულო 17-ის, 20-ის და 22 წლის ახალგაზრდები.

დღის ამბები