23 აგვისტო 2026,   07:53
ვრცლად
"დროა ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს" - შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე

"ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იუკნევიჩიენეს გამოსვლას "ევროპის სახალხო პარტიის" შეკრებაზე, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს რეჟიმი კრემლის სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია, ეს შეიძლება ევროკავშირის წევრებსაც დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შეაჩერებენ.

"ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. "დამნაშავეა ხალხი...", "ინფექცია უნდა შევაჩეროთ..."

თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს "მონა" ან "ბიომასა" უნდა გვიწოდოს...

დროა ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.

რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი - არ შეიძლება სტალინის ზიზღით მთელი ერი შეიზიზღო",- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები