31 აგვისტო 2026,   02:19
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა და გვი იეპ სონმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას. ყურადღება დაეთმო ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს წარმომადგენელი შეხვდება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების სხვა წარმომადგენლებსაც.

დღის ამბები