23 აგვისტო 2026,   02:32
ვრცლად
თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნა

თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მსმენელის წინაშე წარდგა - თბილისის ბიგ-ბენდი, ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და მესაყვირე ჟან-ლუ ლონიონი, ასევე თურქი ჯაზ-ვოკალისტი სიბელ კოსე და ბრიტანეთში სვინგის ელჩად წოდებული ჯეისონ ისააკი.

მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად, თბილისის ბიგ-ბენდმა შეასრულა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პროგრამა, რომელიც მოიცავდა არაერთი ცნობილი ჯაზ-კომპოზიტორის ნაწარმოებს განახლებული არანჟირებით.

ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში უკვე 15 წელია იმართება.

დღის ამბები