21 ივნისი 2026,   12:32
ვრცლად
ვაშინგტონმა კიევს და მოსკოვს კონკრეტული ვადა მისცა - სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა

ვაშინგტონმა კიევს და მოსკოვს კონკრეტული ვადა მისცა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო რამდენიმე დღეში სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, ამერიკა შუამავლის როლზე უარს იტყვის.

ვაშინგტონს პასუხობს ოფიციალური კიევი - ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა წინაპირობების გარეშე შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები, მოსკოვი კი 9 მაისისთვის სამდღიანი დაზავებით შემოიფარგლა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინი შეგნებულად აფერხებს სამშვიდობო პროცესს, თუმცა ამავდროულად ტრამპი თვლის, რომ პუტინს ომის დასრულება უნდა.

ვიდრე ვაშინგტონში მშვიდობის დამყარებაზე საუბრობენ, მოსკოვიდან მეზობლების მიმართ ახალი მუქარა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გააჟღერა. მედვედევი უკრაინასთან ერთად ახლა მთელი ევროპის "დენაციფიკაციაზე" საუბრობს.

კრემლიდან მომდინარე საფრთხეები განხილვის საგანი იყო ვარშავაში, "სამი ზღვის ინიციატივის" სამიტზე. ევროპელ ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან მიმართა.

სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. რუსეთის ძალებმა დღეს ხარკოვი და დნიპრო დაბომბეს. ქალაქებში ამ დრომდე სახანძრო სამაშველო მოქმედებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები