22 აგვისტო 2026,   16:20
ვრცლად
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ - 9% შეადგინა. პირველი კვარტლის ზრდის მაჩვენებელი კი 9.3%-ია. ინფორმაცია, კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, საფინანსო, სადაზღვევო ინსტიტუტები, ტრანსპორტი და მშენებლობა - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სწორედ ამ დარგებმა განაპირობა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, მიმდინარე წელს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ აქტივობაზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვით, ზრდის მაჩვენებელი იანვარში 11.1%-ს, თებერვალში - 7.7%, მარტში კი 9 %-ს გაუტოლდა.

ოპოზიციას საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ პოზიტიური მაჩვენებლები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ აისახება.

მმართველი გუნდის წევრები კი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებებზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა მთავრობის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც 2025-30 წლების საშუალოვადიან პერიოდში 5.2 %-ს შეადგენს.

დღის ამბები