21 ივნისი 2026,   12:32
ვრცლად
ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა იყო - ბიძგები თურქეთშიც იგრძნობოდა

ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:36 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 14,57 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრა თურქეთში, მუგლას, დათჩას და მათ გარშემო რეგიონებში იგრძნობოდა.

დღის ამბები