21 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა

ინდოეთში, ქალაქ კალკუტას ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა. ისინი სასტუმროს ფანჯრებიდან გადმოხტნენ, რათა ცეცხლისგან თავი ეხსნათ. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც სასტუმროს სახურავზე იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

დღის ამბები