20 აგვისტო 2026,   12:40
ვრცლად
ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება - კომისიამ დღეს ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განსაზღვრა.

ცესკოს ცნობით, მიიღეს ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისი გადაწყვეტილებები - მათ შორის, დადგინდა საარჩევნო ბიულეტენის ფორმის და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთის და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახე.

ამავე ინფორმაციით, დამტკიცდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.

"მნიშვნელოვანია იდენტიფიცირებული, თუ პოტენციური რისკების თაობაზე კომპეტენციის ფარგლებში, პრევენციის მიზნით მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც არ დატოვებს სივრცეს პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციისთვის. ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები. დადგინდა ოთხი ოქტომბრის არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენის ფორმისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული მის
დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახე. ასევე, დამტკიცდა საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია," - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები