31 აგვისტო 2026,   05:58
ვრცლად
ევროკავშირის მხრიდან იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები ქვეყნის ეკონომიკის საბოტაჟში, მისაღები არ არის - ლადო ბოჟაძე გიორგი ჩუგოშვილზე

ევროკავშირის საელჩო ევროპის დღესთან დაკავშირებით 9 მაისს საზოგადოებას "ექსპო ჯორჯიაში" იწვევს. დიპლომატიური მისია "ფეისბუქზე" ინფორმაციას ვიდეოს ურთავს, რომელშიც სპიკერად გიორგი ჩუგოშვილია გადაღებული. ის აანონსებს თემას, რომელზეც 9 მაისს ისაუბრებს.

ჩუგოშვილი პლატფორმა "ფრი ბიზნესის" დამფუძნებელია, საკუთარ გამოსვლებში, ძირითად, ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს და სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მოცემულობა მძიმდება და ვითარება უფრო და უფრო დაიძაბება.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, გაუგებარია რატომ იყენებს ევროკავშირი საკუთარ კლიპში პირს, რომელიც გათვლების გარეშე, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროკავშირი ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნის ეკონომიკის საბოტაჟში, რაც მათივე თქმით მიუღებელია.

"ევროკავშირის მხრიდან იმ ადამიანების და ორგანიზაციების წახალისება, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საბოტაჟში, ავრცელებდნენ გარკვეულ განცხადებებს, აწყობდნენ გაფიცვებს და ა.შ. არ არის მისაღები. მათი მხრიდან არის მცდელობა, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და უფრო დამძიმდეს მათი ხედვით ჩვენს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა უფორო მეტი ადამიანი იყოს უკმაყოფილო, რითაც შემდეგ დამატებითი იმპულსი მისცენ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს თუ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებს. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი. ასეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში შექმნან ეკონომიკური კრიზისი, პრობლემები და ა.შ. მათი ასოცირება ევროკავშირთან და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩების ასეთ ადამიანებთან შეხვედრა გულდასაწყვეტია", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები