21 აგვისტო 2026,   10:36
ვრცლად
მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავის 2-ს" თბილისის სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს.

მათი თქმით, საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მიღება ტექნიკური ხარვეზის გამო 09:40 წუთზე შეჩერდა, ხოლო ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, მეორე ხაზმა მუშაობა 09:52 წუთზე განაახლა.

დღის ამბები