ფოთში წყალ-სათხილამურო სპორტისთვის ბაზა მოეწყო. ობიექტზე სპორტსმენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ მათ სრულფასოვნად ივარჯიშონ. მალთაყვაში მდებარე ბაზაზე ქართველებთან ერთად იმყოფებიან უცხოელი სპორტსმენებიც. ერთ-ერთ ვარჯიშს დაესწრო ფოთის მერიც. ის სპორტსმენებს სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
წყალსათხილამურო სპორტს ფოთში მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. 1991 წელს ქალაქმა ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.