"აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ პროგრესის მკაფიო ნიშნები არ იქნება" - განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა ან რუსეთი ვითარებას გაართულებს, შტატები მოლაპარაკების მაგიდას დატოვებს.
თუმცა, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმებისკენ წინსვლას განაგრძობენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი, ამერიკის ომი არ არის.
"თუ ორიდან რომელიმე მხარე გაართულებს ვითარებას, უბრალოდ ვიტყვით, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ და გამოვტოვებთ ამ საკითხს. მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწევს. ვფიქრობ, ვხედავ ენთუზიაზმს ორივე მხარიდან, მე ვერავინ მეთამაშება, უბრალოდ ვცდილობ მათ დავეხმარო. ეს არ არის ტრამპის ომი, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.