დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მონტენეგროს დიასპორის მინისტრს - მირსად აზემოვიჩს შეხვდა. საქართველოს პარლამენტში მხარეებმა დიასპორასთან მიმართებით გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც.
“ჩვენ ბევრი საინტერესო თემა გვქონდა, მათ შორის საერთო გამოწვევები დიასპორასთან მიმართებაში. აინტერესებდათ ჩვენი მიდგომები და ის გამოცდილება, რაც გვაქვს დიასპორასთან მიმართებაში. ბევრი საინტერესო აზრები გავცვალეთ, ის საერთო გამოწვევები რაც აქვს მსოფლიოს. მათ შორის, ვისაუბრეთ, რომ საკმაოდ დიდი ასპარეზია ჩვენი კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მომავალში," - აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.