საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას გამოკითხვასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გიორგი გახარიას მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე ამერიკის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია.
"ჩვენდა სამწუხაროდ, საელჩოებიდან იყო ჩართული, ისევე, როგორც მთელი ამ უსამშობლოთა გაერთიანება, რაც მოძრაობს და რასაც ჩადიოდნენ წახალისებული საელჩოების მხრიდან. მანამდე, აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის ელჩი, ქალბატონი დეგნანი. როგორც გაირკვა, კი ერიდებოდა და ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მას მოუწია ამის აღიარება, რომ გადადგომამდე ამერიკის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია. რაზე ვილაპარაკეთ, არ მახსოვსო," - ამბობს ირაკლი ზარქუა.