სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, ათასობით მოქალაქე ხელისუფლების წინააღმდეგ შეიკრიბა, დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
ბელგრადში 50 000 მოქალაქე ხელისუფლების მხარდასაჭერადაც შეიკრიბა.
სერბეთში ანტისამთავრობო აქციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დაიწყო როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.