28 აგვისტო 2026,   01:33
ვრცლად
ოპოზიცია მთავრობის წევრებთან ერთად, უკვე ბიზნესის სანქცირებასაც ითხოვს - პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და მათ ქმედებებს ბოლშევიკურს უწოდებს. ირაკლი კობახიძემ ასე შეაფასა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი მთავრობის წევრებთან ერთად ახლა უკვე ბიზნესის სანქცირებასაც ითხოვენ.

ბიზნესმენების სანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელმა, თინათინ ხიდაშელმა ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა, ოპოზიციის სტრატეგიაზე ისაუბრა "ლელოს" წარმომადგენელმაც. ირაკლი კუპრაძემ არ დამალა, რომ ბიზნესის სანქცირებისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეხვედრებს სტრასბურგსა და ევროსაბჭოში ახლაც მართავენ.

ოპოზიციის ნაწილი ბიზნესმენების სანქცირების მოთხოვნაში პრობლემას ვერ ხედავს. ამბობენ, რომ მათი დიდი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერია.

მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მიერ ბიზნესის დასანქცირების მოთხოვნა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა, რაც საზოგადოებაზე აისახება.

ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლების და ბიზნესმენების სანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებები, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გააკეთეს.

დღის ამბები