რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. შესრულდა ევროპული საგუნდო ნაწარმოებები მე-6 საუკუნიდან დღემდე.
გუნდს გამოცემული აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, რომელშიც შესულია როგორც ქართული ტრადიციული საგალობლები და სიმღერები ასევე თანამედროვე კომპოზიციები.