28 აგვისტო 2026,   01:49
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის სანქციები - გადაწყვეტილებით ოპოზიცია კმაყოფილია, მმართველი გუნდისთვის კი 4 მაღალჩინოსნის დასანქცირება არგუმენტებისგან და მტკიცებულებებისგან დაცლილია

საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, კამპანიური ხასიათის შეტევა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების 4 მაღალჩინოსნის დასანქცირებაა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სანქციების მიზანი საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას იზიანებს.

გაერთიანებული სამეფო, საქართველოს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირების დასანქცირებას ადამიანის უფლებების დარღვევის მოტივით ხსნის. განმარტავენ, რომ
სანქციების სიაში მყოფები სამსახურებრივ ვალდებულებას არ ასრულებენ. 4 ძალოვანის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება აქტივების გაყინვას და სამოგზაურო აკრძალვას ითვალისწინებს.

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით ოპოზიცია კმაყოფილია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციები სამართლებრივად გამყარებული და ლეგიტიმურია.

მმართველი გუნდისთვის 4 მაღალჩინოსნის დასანქცირება არგუმენტებისგან და მტკიცებულებებისგან დაცლილია. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიცია სუბიექტურია და ინსტიტუციებზე იერიშს ისახავს მიზნად.

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები პირველი არ არის და წარსულში გაერთიანებულმა სამეფომ ძალოვანი მაღალჩინოსნების გარდა მოსამართლეების ნაწილიც დაასანქცირა.

დღის ამბები