12 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
ფართომასშტაბური სპეცოპერაცია აფრასიძეების სახლში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-14 სხდომაზე კიდევ ერთი საქმის დეტალები მოისმინეს

2004 წლის 24 მარტი, დილის 7 საათი, სვანეთის სოფელი ეცერი - შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომელი ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას ატარებს. ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 21 წლის წინ განვითარებული მოვლენები, დღეს, დოდო აფრასიძემ გაიხსენა.

სპეცოპერაციის დროს, სახლში 4 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. ლედი და გიორგი აფრასიძეებმა, დღეს, დეტალურად გაიხსენეს 21 წლის წინანდელი მოვლენები, თუ როგორ გადარჩნენ და რა გზის გავლა მოუწია ოჯახს სპეცოპერაციის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი - ლედი აფრასიძემ კონკრეტული გვარებიც დაასახელა, ვინც მისი ოჯახის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ხელისუფლების უკანონო ბრძანებებსა და დადგმულ სცენარზე ისაუბრა ბუტა რობაქიძის მამამაც. სოსო რობაქიძემ დეტალურად გაიხსენა 2004 წლის 24 ნოემბერი, როცა წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის წინ, მისი შვილი პოლიციამ მოკლა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მომდევნო, მე-15 სხდომა 14 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები