ქუთაისის ერთ-ერთ სამკერვალო საწარმოში სტაჟირების კურსს 30-მდე მოქალაქე გადის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამა, ვაკანტურ სამუშაო ადგილზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებასა და დასაქმებას ითვალისწინებს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამკერვალო საწარმოებში სტაჟირების მსურველთა რაოდენობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.
სტაჟირების პროგრამისათვის ყოველთვიური სტიპენდია გასულ წელს, 200 ლარით განისაზღვრებოდა, ეს თანხა 2025 წლიდან გაორმაგდა და ამ დროისთვის 400 ლარს შეადგენს. სააგენტომ ხელშეკრულებები 20-მდე დამსაქმებელთან უკვე გააფორმა.
ქუთაისი სამკერვალო საწარმოში იმყოფებოდა და სტაჟიორების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ჯანდაცვის უწყება სამსახურის მაძიებლებს სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020 წელს შეიქმნა და სერვისცენტრები თბილისის გარდა, საქართველოს 10 რეგიონში განთავსდა.