თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ტარიფები ჩინეთისთვის 145%-მდე გაიზარდა.
როგორც გამოცემა CNN-ი წერს, ინფორმაცია, თითქოს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გადასახადები 125%-მდე გაზარდა რეალური არ არის და ის ბევრად მეტია, რადგან ამ მაჩვენებელში არ შედიოდა მანამდე ჩინეთისთვის დაწესებული 20-პროცენტიანი ფასნამატი.