23 აგვისტო 2026,   08:02
ვრცლად
რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო - შალვა პაპუაშვილი

"რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ორივე ვიდეოში აქციის მონაწილეები პიროტექნიკას შენობებს ესვრიან.

"მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა.

მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი.

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო", - წერს პაპუაშვილი.

დღის ამბები