აშშ-ში, ნევადას შტატში ხელისუფლებამ, 71 წლის პენსიონერს კარლ მიტჩელს შვიდი ვეფხვი ჩამოართვა, რომლებიც მას კანონიერი ნებართვის გარეშე ჰყავდა. თავად პენსიონერი აცხადებს, რომ მას ვეფხვები "ემოციური მხარდაჭერისთვის" სჭირდებოდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
ნაის ოლქის შერიფმა, ჯო მაკგილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პენსიონერს სახლში ვეფხვები რამდენიმე წლის განმავლობაში, ნებართვის გარეშე ჰყავდა. სოციალური ქსელები პერიოდულად ასახავდნენ მტაცებლებთან ურთიერთობის კადრებსაც კი.
მისი განმარტებით, რამდენიმე თვის წინ, ხელისუფლებამ ნევადის მკვიდრის მიმართ, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
პოლიციის განმარტებით, სახლის ჩხრეკის დროს, 71 წლის მამაკაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დააკავეს.