21 ივნისი 2026,   12:14
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში, ეშბორნის მახლობლად, დარლი მურის იპოდრომზე, მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულები მამაკაცები არიან და მათ ოჯახებს შემთხვევის შესახებ უკვე ეცნობათ. პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ტერიტორიას მოერიდონ.

საჰაერო ავარიების გამოძიების ფილიალის ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები