21 ივნისი 2026,   21:09
ვრცლად
"უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკომისიის შეთავაზებას შტატებისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ, ეს ევროპელ მოქალაქეებს დააზარალებს" - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უნგრეთი არ ეთანხმება ევროკომისიის შეთავაზებას შტატებისთვის საპასუხო ტარიფებს დაწესებასთან დაკავშირებით, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პიტერ სიარტო ხაზს უსვამს, რომ საპასუხო ტარიფები მხოლოდ დააზარალებს ევროპელ მოქალაქეებს, რადგან ეს ფასებს გაზრდის.

"დღეს უნგრეთი აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ ევროკომისიის შეთავაზების წინააღმდეგ აძლევს ხმას. ესკალაცია არ არის პასუხი. ასეთი ზომები უფრო მეტად დააზარალებს ევროპულ ეკონომიკას და მოქალაქეებს ფასების ზრდით. წინსვლის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები და არა შურისძიება", – აღნიშნავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის საპასუხო, 25%-იანი საიმპორტო ტარიფის დაწესებას გეგმავს.

დღის ამბები