28 აგვისტო 2026,   00:58
ვრცლად
"მედიის სოლიდარობის მარში" - ჟურნალისტები და მედიასაშუალებების მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ

ჟურნალისტები და მედიასაშუალებების მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. აქციის მიზანი მათი განცხადებით, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიაა.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და გმობენ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მათი თქმით, მედიის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის მარშსაც გეგმავენ, რომელიც მელიქიშვილიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

დღის ამბები