21 აგვისტო 2026,   11:14
ვრცლად
ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა - საქართველოს რკინიგზა

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,"- წერს საქართველოს რკინიგზა. 

დღის ამბები