23 აგვისტო 2026,   01:57
ვრცლად
პრეზიდენტი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. მიხელ ყაველაშვილმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.

"ქართული სახელმწიფო მნიშვნელოვან ეტაპს გადის. უმაღლესი დოკუმენტი - ჩვენი კონსტიტუცია რა მნიშვნელობას ატარებს და იძენს თითოეული ჩვენგანისთვის ყველას კარგად მოგეხსენებათ. ფიცის დადების დროს განვაცხადე, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ეს დიდი პატივია, ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითი საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლე რევაზ ნადარაია.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცის დადება. ამ წუთიდან ვიწყებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ წევრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩემ წვრილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებაში", - განაცხადა რევაზ ნადირაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.

რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სამ აპრილს დაინიშნა. ის 15 წელია საერთო სასამართლოებში მუშაობს.

დღის ამბები