უკრაინაში ომი გრძელდება - ფრონტის ხაზზე აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე აქტიური ბრძოლები ახლა პოკროვსკის, ლიმანის და კურსკის ოლქებშია. ბოლო 24 საათში ფრონტზე სულ 120 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქის დაკავება რუსეთისთვის სტრატეგიული ამოცანაა, მასთან გამავალი სატრანსპორტო კვანძის გამო საიდანაც უკრაინის არმია მარაგდება.
ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის ბელგოროდის ოლქში არიან შესული. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ამ ქმედებების მთავარი მიზანი რუსეთის მუდმივი თავდასხმებისგან სუმისა და ხარკოვის ოლქებში უკრაინის მოსახლეობის დაცვაა.