BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ორშაბათს შეხვდება. მედიის ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი ტარიფები უნდა განიხილონ.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ლიდერები ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შეჩერების თაობაზე საუბარს აპირებენ.