23 აგვისტო 2026,   03:23
ვრცლად
"ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ირაკლი კუპრაძე

"ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანმა, ირაკლი კუპრაძე საუბრობს. 

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველო" სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას.   

"ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება. კოალიცია ძლიერი საქართველო სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას. აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას. ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეალური ზრახვები," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

 

დღის ამბები