22 აგვისტო 2026,   19:31
ვრცლად
"მათივე საქციელი არის მათივე წარსულის მხილება" - ირაკლი კირცხალია ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შესახებ

"მათმა პოლიტიკურმა ჯგუფმა აღიარეს პირდაპირ, რომ იყვნენ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ დესტრუქციული, იმ მწამებლური და იმ რეკეტის სისტემის, რომელიც ნაცმოძრაობის დროს მოქმედებდა" - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხმაურება. 

"ბატონი ბადრი ჯაფარიძის, ბატონი მამუკა ხაზარაძის არ გამოცხადებას საგამოძიებო კომისიაში ორი მიმართულება აქვს. პირველი - რა დავალებაც აქვს კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეულ დანაყოფს, რომ მაქსიმალურად დემონსტრაციულად არ სცენ პატივი სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაზეც სათანადო პასუხს მიიღებენ, და მეორე, ამით რეალურად, მათმა პოლიტიკურმა ჯგუფმა აღიარა პირდაპირ, რომ იყვნენ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ დესტრუქციული, იმ მწამებლური და იმ რეკეტის სისტემის, რომელიც ნაცმოძრაობის დროს მოქმედებდა. მათივე საქციელი არის მათივე წარსულის მხილება," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები