21 ივნისი 2026,   19:40
ვრცლად
მაკრონი მარინ ლე პენის საქმეზე: სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, მოსამართლეები დაცულნი უნდა იყვნენ

ემანუელ მაკრონი "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის გასამართლების საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საფრანგეთში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია.

"მინდა, სამი მარტივი რამ შეგახსენოთ: სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, მოსამართლეები დაცულნი უნდა იყვნენ და ყველა მოქალაქეს აქვს გასაჩივრების უფლება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მარინ ლე პენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს ბრალი ევროკავშირის ფონდების უკანონოდ მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება. "ეროვნული გაერთიანების" ლიდერს, სასჯელად, სასამართლომ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელთაგან ორი პირობითია. ფრანგ ოპოზიციონერს, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და შემდეგი 5 წლის განმავლობაში, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოერთვა.

დღის ამბები