28 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მე-3 მოსმენით დაამტკიცა

არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით მიიღეს. ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში განხორციელდა.

როგორც სახელისუფლო უმრავლესობა განმარტავს, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, შესაბამისად ისინი დამფინანსებელი სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან და საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები არ ემყარება ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს. ეს არის არგუმენტი, რის საფუძველზეც "ქართულმა ოცნებამ" საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.

დღის ამბები