28 აგვისტო 2026,   06:47
ვრცლად
"ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომელიც შეიძლება არსებობს ვიღაცის აზრში" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ განიხილეს როგორი იქნება წინააღმდეგობის პლატფორმის სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან თქვა, რომ ის კოორდინაცია შედგა, რომელიც გუშინ გამოაცხადეს. 

"კოორდინაცია დღეს შედგა, ის კოორდინაცია, რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული, თავისი წესებით. ის, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები. პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება.

ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომელიც შეიძლება არსებობს ვიღაცის აზრში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები