საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება.
ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ.
"რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი." (ეკლესიასტე 1:9)", - წერს შალვა პაპუაშვილი.
იქამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.