საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო. ასევე, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.