საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდონეზიიდან წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და ბლოგერებს მასპინძლობს.
ტურის 12 მონაწილე თბილისს, კახეთს, გუდაურსა და ყაზბეგს ეწვია. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ბუნებისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს მოამზადებენ.