რესპუბლიკელი სენატორები დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill-ი სენატორებთან საუბრის შემდეგ ავრცელებს.
სენატორების თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას გამანადგურებელი ეფექტი ექნება უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებზე, რაც ძირს გამოუთხრის მის ბერკეტებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს და აღნიშნეს, რომ მათ არ ესმით, რა უნდა მოიგოს აშშ-მა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით.